—

სოზარ სუბარი - საქართველო მოქმედებს ძალიან მკაფიოდ საქართველოსა და უკრაინის ინტერესების შესაბამისად

22
სოზარ სუბარი - საქართველო მოქმედებს ძალიან მკაფიოდ საქართველოსა და უკრაინის ინტერესების შესაბამისად
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველო მოქმედებს ძალიან მკაფიოდ საქართველოსა და უკრაინის ინტერესების შესაბამისად - თუკი საუბარია მკაცრ პოზიციებზე, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ მოვუსმინოთ, ზუსტად იგივეს ითხოვენ ისინი დასავლელი…

საქართველო მოქმედებს ძალიან მკაფიოდ საქართველოსა და უკრაინის ინტერესების შესაბამისად - თუკი საუბარია მკაცრ პოზიციებზე, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ მოვუსმინოთ, ზუსტად იგივეს ითხოვენ ისინი დასავლელი მოკავშირეებისგან, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა გააკეთა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯი პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული.

“როდესაც 2008 წლის ომი მოხდა, მაშინ სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრი ზომები არ გაატარა. ასევე სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება ამას არა თუ შეეგუა, პირიქით, თავი გამარჯვებულად გამოაცხადეს და ევროსაბჭოს 2 ოქტომბრის რეზოლუციაში რუსეთზე თავდასხმა საქართველოს დააბრალეს. საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ არაფერი გააკეთა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას უფრო მკაცრი რეაგირება ჰქონოდა. საბედნიეროდ, დღეს საერთაშორისო საზოგადოება შეცვლილია და უკრაინის მიმართ მათი პოზიცია გაცილებით უფრო მკაფიო და ნათელია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და უკრაინის ხელისუფლებამ მიღებული დოკუმენტი ძალიან დადებითად შეაფასა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →