—

სოფელ კაბალში ყოფილი რწმუნებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა შეაგდეს

7
სოფელ კაბალში ყოფილი რწმუნებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა შეაგდეს
მოსასმენად დააჭირეთ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ყოფილი რწმუნებულის და ადგილობრივი ბიზნესმენის, ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა შეაგდეს. შემთხვევის დროს სახლში ნიაზოვი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ, თუმცა…

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ყოფილი რწმუნებულის და ადგილობრივი ბიზნესმენის, ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა შეაგდეს. შემთხვევის დროს სახლში ნიაზოვი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ, თუმცა სხეულის დაზიანება არ მიუღიათ. დაზიანებულია სახლის კედელი და ფანჯრები.

ამ წუთებში სახლის მეპატრონე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. შემთხვევის ადგილზე კი ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმდებები.

ჯემალ ნიაზოვის შვილი, ამილ ნიაზოვი წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. ამილ ნიაზოვზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც 2021 წლის 4 ოქტომბერს ამავე სოფელში მცხოვრები ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლის ეზოში ხელყუმბარა აფეთქდა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →