—

კახა კალაძე - 400-მდე ოჯახი, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, უზრუნველყოფილი იქნება სახლებით - პირობას ვდებთ, რომ 4 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო ოჯახი არ იქნება საცხოვრისის გარეშე

43
კახა კალაძე - 400-მდე ოჯახი, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, უზრუნველყოფილი იქნება სახლებით - პირობას ვდებთ, რომ 4 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო ოჯახი არ იქნება საცხოვრისის გარეშე
მოსასმენად დააჭირეთ

400-მდე ოჯახი, რომელსაც დღეს უსახლკაროს სტატუსი აქვს უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური საცხოვრებელი სახლებით - პირობას ვდებთ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახი არ იქნება…

400-მდე ოჯახი, რომელსაც დღეს უსახლკაროს სტატუსი აქვს უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური საცხოვრებელი სახლებით - პირობას ვდებთ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახი არ იქნება საცხოვრისის გარეშე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, წელს საცხოვრებელი ფართით დაახლოებით 60 ოჯახი დაკმაყოფილდება.

„ჩვენ არჩევნების დროს დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, ეს ეხება უსახლკარო თბილისელებს, რომლებსაც არ აქვთ საცხოვრებელი სახლები. ჩემი და ჩემი გუნდის დაპირება იყო, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. 400-მდე ოჯახი, რომელსაც დღეს უსახლკაროს სტატუსი აქვს უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური საცხოვრებელი სახლებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს ყველა დაპირებას პირნათლად ვასრულებთ და თანმიმდევრულად მივყვებით იმ გაწერილ პროგრამას და გეგმას, რომელიც წარვუდგინეთ საზოგადოებას.

დღეს 8 ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ სახლს და წელს რამდენიმე ათეული ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული მუნიციპალური საცხოვრისით, დაახლოებით 60 ოჯახი. პირობას ვდებთ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახი არ იქნება საცხოვრისის გარეშე. ჩვენ ყველანაირ ხელშეწყობას ვაკეთებთ, ყველანაირად გვერდში ვუდგავართ ოჯახებს, ვინც მართლა გაჭირვებულია, ვინც უსახლკაროობის პრობლემას მართლა განიცდის და არა კონკრეტულ დაჯგუფებებს, რომლებიც თაღლითურად იტაცებენ სახელმწიფო მიწებს, ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ და ყოველთვის მუნიციპალიტეტის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ დავიცავთ მიწებსაც, ჩვენ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოსაც, საზოგადოებასაც და ყველას. ჩვენი მოქმედებები არის კანონის ფარგლებში და ყველაზე მთავარი ეს არის სამართლიანობა. სამართლიანად ვუდგებით ყველას და ყველაფერს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →