—

კახა კალაძე სააკაშვილზე - რა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეცვალოს? მისი გადასაწყვეტია, უნდა იშიმშილოს ან რამდენიც უნდა იმდენი ჭამოს, ვინ უშლის ხელს?

34
კახა კალაძე სააკაშვილზე - რა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეცვალოს? მისი გადასაწყვეტია, უნდა იშიმშილოს ან რამდენიც უნდა იმდენი ჭამოს, ვინ უშლის ხელს?
მოსასმენად დააჭირეთ

ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, უნდა იშიმშილოს ან რამდენიც უნდა იმდენი ჭამოს, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ უვადო შიმშილობის საკითხს.

როგორც კალაძე განმარტავს, შიმშილის დაწყება არის სააკაშვილის პირადი საქმე და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის.

„ეს მისი გადასაწყვეტია, თვითონ როგორც უნდა, ისე გადაწყვეტს. ვერავინ შეუშლის ამაში ხელს და ვერავინ შეაჩერებს. ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედოს და რა გააკეთოს. რა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეცვალოს? ეს მისი გადასაწყვეტია, უნდა იშიმშილოს ან რამდენიც უნდა იმდენი ჭამოს, ვინ უშლის ხელს?" - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 7 ნოემბრის საქმეზე გამართული პროცესის მიმდინარეობისას, უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →