—

გორში მამაკაცი დაჭრეს, დაშავებულს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული 10-ზე მეტი დაზიანება აღენიშნება

15
გორში მამაკაცი დაჭრეს, დაშავებულს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული 10-ზე მეტი დაზიანება აღენიშნება
მოსასმენად დააჭირეთ

გორში 45 წელს გადაცილებული მამაკაცი დაჭრეს. დაშავებულს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში…

გორში 45 წელს გადაცილებული მამაკაცი დაჭრეს. დაშავებულს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ,,გორმედის“ ექიმის, დავით გასიტაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტს თავის, კისრისა და ზედა კიდურების არეში ბასრი საგნით მიყენებული 10-ზე მეტი ჭრილობა აღენიშნებოდა.

„პაციენტს გაეწია გადაუდებელი ქირურგიული დახმარება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში“, - განაცხადა დავით გასიტაშვილმა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →