—

ამირან გამყრელიძე - საბჭომ შემსუბუქებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, გადავდივართ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და ვირუსთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ

23
ამირან გამყრელიძე - საბჭომ შემსუბუქებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, გადავდივართ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და ვირუსთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემსუბუქებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ცხადყოფს, რომ ქვეყანა ახალ ეტაპზე გადადის. მისივე თქმით…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემსუბუქებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ცხადყოფს, რომ ქვეყანა ახალ ეტაპზე გადადის. მისივე თქმით, ეს გულისხმობს ვირუსთან ერთად ცხოვრებას.

„საბჭომ შემსუბუქებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. ჩვენ გადავდივართ იმ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ამან ადამიანები არ უნდა გაათამამოს. მისივე თქმით, მთავარი რეკომენდაციის დაცვა – პირბადის ტარება და ვაქცინაცია კვლავაც აუცილებელია.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ვაქცინაციის კუთხით მაჩვენებელი მაღალი თუ იქნება, სამეცნიერო წრეებში გაჩნდა იმედი, რომ „ომიკრონის“ შემდეგ კორონავირუსის ახალი აგრესიული შტამი აღარ უნდა წარმოიქმნას.

„ომიკრონი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ეს არავითარი მოდუნების და თვითდამშვიდების საბაბს არ გვაძლევს. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და დავიცვათ რეკომენდაციები. სამეცნიერო წრეებში დიდი იმედია, რომ თუ აცრის მაჩვენებელი იქნება მაღალი, დიდი ალბათობით ახალი აგრესიული შტამის გაჩენა არ უნდა იყოს მოსალოდნელი. თუ გაჩნდა ახალი შტამი, ის შედარებით მსუბუქი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, პროგნოზირება ასეთია, მაგრამ ამის მთავარი პირობაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იყოს ვაქცინირებული. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ ვაქცინაციისკენ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

(1Tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →