—

ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში 95%-ით „ომიკრონი“ დომინირებს

30
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში 95%-ით „ომიკრონი“ დომინირებს
მოსასმენად დააჭირეთ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, კვირაში ორჯერ, ყველა შესული პაციენტიდან ამ საავადმყოფოში ვიღებთ ნიმუშებს, ვიკვლევთ მათ სხვადასხვა შტამებზე და ამ პაციენტებს ვაკვირდებით, - ასე უპასუხა დომინანტურ შტამ, BA.2-ზე დასმულ…

რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, კვირაში ორჯერ, ყველა შესული პაციენტიდან ამ საავადმყოფოში ვიღებთ ნიმუშებს, ვიკვლევთ მათ სხვადასხვა შტამებზე და ამ პაციენტებს ვაკვირდებით, - ასე უპასუხა დომინანტურ შტამ, BA.2-ზე დასმულ კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, პირველი დაკვირვების შედეგად, ქვეყანაში „ომიკრონი“ დომინირებს 95%-ით, კერძოდ, მისი შტამი BA.2 კი - 75% - მდე.

,,ჩვენ ვატარებთ საინტერესო დაკვირვებას ე.წ. სენტინელური დაკვირვების მეთოდით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე. უკვე ორი კვირა გავიდა და გვაქვს პირველი 150 შემთხვევის ანალიზი. კვირაში ორჯერ, ყველა შესული პაციენტიდან ამ საავადმყოფოში ვიღებთ ნიმუშებს, ვიკვლევთ მათ სხვადასხვა შტამებზე და თავისი სპეციფიური „პისიარით“, ასევე სეკვენირებით, ამ პაციენტებს ვაკვირდებით, როგორ მიმდინარეობს პაციენტების კლინიკური სურათი, ჩართულები არიან მათი ექიმები და ჩვენი მხრიდან ამ საკითხს ხელმძღვანელობენ ხათუნა ზახაშვილი და გვანცა ჭანტურია, „ლუგარის ცენტრის“ მოლეკულური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. გარდა ამისა, ჩვენ პარალელურად ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით საინტერესო შტამებს ვიკვლევთ. დღევანდელი მონაცემებით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია „ომიკრონი“ - 95%, კერძოდ, მისი შტამი BA.2 – 75%-მდე. ზოგადი მაჩვენებლით, რასაც ვიკვლევთ ლაბორატორიული შედეგებიდან, დაახლოებით, BA.2-ს ვთვლით, რომ არის 75%-მდე ანუ ქვეყანაში დომინანტია დღეს BA.2“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →