—

თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში „ფაიზერის\" ვაქცინების ახალი დოზები პირველი კვარტლის ბოლოს შემოვა

38
თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში „ფაიზერის\" ვაქცინების ახალი დოზები პირველი კვარტლის ბოლოს შემოვა
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინების ახალი დოზები პირველი კვარტლის ბოლოს შემოვა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინების ახალი დოზები პირველი კვარტლის ბოლოს შემოვა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულ "ფაიზერის" ვაქცინებს ვადა 31 მარტის ჩათვლით აქვს და ამ დროისთვის "ფაიზერის" კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ვაქცინებით მომარაგება უწყვეტად შენარჩუნდეს.

„ფაიზერის" დოზების მოწოდებაზე მწარმოებელთან ვმუშაობთ. იგეგმება, რომ მოწოდება მოხდეს პირველი კვარტლის ბოლოს, რადგან ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობა არის. მომდევნო პერიოდში ვაქცინაციის გაგრძელებისთვის იქნება მოწოდება იმგვარად, რომ უწყვეტობა უზრუნველყოფილი იყოს.

დღეს არსებული მარაგები ვალიდური არის 31 მარტის ჩათვლით. იმისათვის რომ 1-ელ აპრილს მოქალაქეს აცრის შესაძლებლობა ჰქონდეს, მოწოდება გაგრძელდება იმგვარად, რომ "ფაიზერზე" წვდომა უწყვეტად შენარჩუნდეს.

რაც შეეხება "სინოფარმის" და "სინოვაკის" მარაგებს - ეს ვაქცინები ქვეყანაში არის. ვაქცინები ეფექტურია, როგორც პირველადი ასევე, "ბუსტერ" დოზის შემთხვევაში და მათი გამოყენება, რა თქმა უნდა, მოქალაქის არჩევანის შესაბამისად რეკომენდებული და სასურველია," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →