—

გაერო-ში უკრაინის ელჩი - უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება

29
გაერო-ში უკრაინის ელჩი - უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება
მოსასმენად დააჭირეთ

უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები იყო და დარჩება უცვლელი, მიუხედავად რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი ქმედებისა და განცხადებებისა, - ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის ელჩმა სერგეი კისლიცამ გაეროს უშიშროების საბჭოს…

უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები იყო და დარჩება უცვლელი, მიუხედავად რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი ქმედებისა და განცხადებებისა, - ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის ელჩმა სერგეი კისლიცამ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

„უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები იყო და დარჩება უცვლელი, მიუხედავად რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი ქმედებისა და განცხადებებისა. მიღებული გადაწყვეტილების შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებული ნაწილების აღიარება შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებიდან ცალმხრივ გამოსვლად,“- განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.

მან მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები რეგიონიდან და გააუქმოს უკრაინის ორი რეგიონის აღიარება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →