—

ხათუნა სამნიძე - სააკაშვილის მხრიდან ბრძოლის უკიდურესი ზომის არჩევა არ არის სწორი, მითუმეტეს, როცა ხელისუფლებაში არაჰუმანური ძალაა

32
ხათუნა სამნიძე - სააკაშვილის მხრიდან ბრძოლის უკიდურესი ზომის არჩევა არ არის სწორი, მითუმეტეს, როცა ხელისუფლებაში არაჰუმანური ძალაა
მოსასმენად დააჭირეთ

სააკაშვილის მხრიდან ბრძოლის ასეთი უკიდურესი ზომის არჩევა არ არის სწორი, მითუმეტეს, როცა ხელისუფლებაში არის არაჰუმანური ძალა, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა…

სააკაშვილის მხრიდან ბრძოლის ასეთი უკიდურესი ზომის არჩევა არ არის სწორი, მითუმეტეს, როცა ხელისუფლებაში არის არაჰუმანური ძალა, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მიერ უვადო შიმშილობის დაწყებას.

მისი თქმით, სააკაშვილი "ქართული ოცნების" პირადი პატიმარია და ხელისუფლება ხშირად, მის მიმართ არაადამიანური მოპყრობით ცდილობს გარკვეული თემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას.

"მიხეილ სააკაშვილი ამ ხელისუფლების პატიმარია და ყველა ჯერზე, როცა დასჭირდება "ქართულ ოცნებას", რომ ოპოზიციის და საზოგადოების ყურადღება სხვაგან გადავიდეს, იყენებს ამ ფაქტს და არაადამიანური მოპყრობით თუ სხვა მეთოდებით ცდილობს მთელი ყურადღება გადაიტანოს ამ მიმართულებით. ის არის "ქართული ოცნების" პირადი პატიმარი. სააკაშვილის მხრიდან ეს გადაწყვეტილება და ბრძოლის ასეთი უკიდურესი ზომის არჩევა არ არის სწორი, მითუმეტეს, როცა ხელისუფლებაში არის არაჰუმანური ძალა, არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისგან ამას მოჰყვება სასიკეთო რეაგირება ოპოზიციისთვის, პირველ რიგში თავად სააკაშვილისთვის. "ქართული ოცნება" არაჰუმანური ძალაა და ის არაფრად აგდებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არა მხოლოდ სააკაშვილთან მიმართებით, ამაზე მეტყველებს ზოგადად ის ვითარება, რაც არის ქვეყანაში",- განაცხადა სამნიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →