—

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია პირველი კონსტიტუციის სულისკვეთების გაგრძელებაა და თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს ფუნდამენტს წარმოადგენს

59
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია პირველი კონსტიტუციის სულისკვეთების გაგრძელებაა და თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს ფუნდამენტს წარმოადგენს
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ამ დოკუმენტმა მყარი ისტორიული ფუნდამენტი შექმნა საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და საგარეო…

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ამ დოკუმენტმა მყარი ისტორიული ფუნდამენტი შექმნა საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრის კუთხით.

ამის შესახებ პაპუაშვილის სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია პირველი კონსტიტუციის სულისკვეთების გაგრძელებაა და თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს ფუნდამენტს წარმოადგენს.

„ზუსტად 101 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, მაშინ, როდესაც თბილისის მისადგომებთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა - მტკიცე ნაბიჯი თავისუფლებისკენ და დემოკრატიისკენ. საბჭოთა ოკუპაციის უდიდესი საფრთხის ფონზე, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ქვეყნის პირველი კონსტიტუცია.

საქართველოს მთავარი კანონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული დოკუმენტი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე დღე იარსება, მან მყარი ისტორიული ფუნდამენტი შექმნა საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრის კუთხით.

სწორედ ეს ისტორიული გამოცდილება და მემკვიდრეობა იყო იმის განმაპირობებელი, რომ დღეს, ჩვენს ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას და ქართველი ერის ისტორიული ნების - ევროპულ ოჯახში დაბრუნების მკაფიო, კონსტიტუციაში გაწერილ გარანტიებს.

საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია პირველი კონსტიტუციის სულისკვეთების გაგრძელებაა და თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს ფუნდამენტს წარმოადგენს.

ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს და გულშემატკივარს, ვულოცავ საქართველოს თანამედროვე ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს!“,- წერს შალვა პაპუაშვილი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →