—

ირაკლი კობახიძე - ჩვენი სურვილია უკრაინაში ომის არ დაშვება, თუმცა ტენდენცია არის ძალიან ცუდი

31
ირაკლი კობახიძე - ჩვენი სურვილია უკრაინაში ომის არ დაშვება, თუმცა ტენდენცია არის ძალიან ცუდი
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენი სურვილი ისევ არის უკრაინაში ომის არ დაშვება, თუმცა ტენდენცია არის ძალიან ცუდი და შეიძლება შეუქცევადი ნეგატიური პროცესები მივიღოთ , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან…

ჩვენი სურვილი ისევ არის უკრაინაში ომის არ დაშვება, თუმცა ტენდენცია არის ძალიან ცუდი და შეიძლება შეუქცევადი ნეგატიური პროცესები მივიღოთ , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან უკრაინის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მოიაზრებს თუ არა საქართველოს საკუთარ განცხადებაში, რომლის თანახმადაც, მადლიერია ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, დეკლარაციებით, დახმარებით, თუმცა არ ჩამოთვლის მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ უნდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს, კობახიძე პასუხობს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, რომელმაც უკრაინის მიმართ სოლიდარობა საპარლამენტო რეზოლუციის დონეზე გამოხატა.

"საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, რომელმაც საპარლამენტო რეზოლუციის დონეზე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენი პოზიცია ამ თვალსაზრისით არის, რა თქმა უნდა, მკაფიო. სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ არის ძალიან მკაფიო და ჩვენი სურვილი ისევ და ისევ არის პირველ რიგში უკრაინაში ომის არ დაშვება, თუმცა ტენდენცია არის ძალიან ცუდი, ძალიან სამწუხარო და შეიძლება მივიღოთ შეუქცევადი ნეგატიური პროცესები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით გვექნება ჩვენი პოლიტიკური რეაქცია, სხვადასხვა განვითარების შემთხვევაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ მადლობელია იმ ქვეყნების, ვინც 

უკრაინას მხარში უდგას, თუმცა მან ქვეყნები არ ჩამოთვალა რადგან, მისი თქმით, არ უნდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს.

"​მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, მიღებული დეკლარაციებითა და კონკრეტული დახმარებით. არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს", - განაცხადა ზელენსკიმ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →