—

ირაკლი კობახიძე - როცა „ლელო“ აფიქსირებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს უღირსი ლიდერები და მთლიანად შედის მასთან ალიანსში საარჩევნო მიზნებისთვის, ესეც „ლელოს“ უპრინციპობაზე მეტყველებს

44
ირაკლი კობახიძე - როცა „ლელო“ აფიქსირებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს უღირსი ლიდერები და მთლიანად შედის მასთან ალიანსში საარჩევნო მიზნებისთვის, ესეც „ლელოს“ უპრინციპობაზე მეტყველებს
მოსასმენად დააჭირეთ

როდესაც „ლელო“ აფიქსირებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს უღირსი ლიდერები და მთლიანად შედის მასთან ალიანსში ამ საარჩევნო მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, ესეც „ლელოს“ უპრინციპობაზე მეტყველებს,- ამის შესახებ „ქართული…

როდესაც „ლელო“ აფიქსირებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს უღირსი ლიდერები და მთლიანად შედის მასთან ალიანსში ამ საარჩევნო მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, ესეც „ლელოს“ უპრინციპობაზე მეტყველებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, ის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილს ღირსების გრძნობა არ აქვთ, ჯერ კიდევ 4 მუნიციპალიტეტში კოალიციების შექმნის მაგალითზე გამოჩნდა.

„რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ, სამწუხაროდ, ღირსების შეგნება. ეს გამოჩნდა იმ კოალიციების მაგალითზე, რომლებიც გაფორმდა 4 მუნიციპალიტეტში. ერთი პარტია მეორის ლიდერს უწოდებდა თვალთხარიას, მეორე პირველს უწოდებდა მკვლელებს და ა.შ. და მათ დღეს შეკრეს კოალიცია. ეს მიანიშნებს უპრინციპობაზე და ამის გამოხატულებაა, რა თქმა უნდა, „ლელოს“ პოზიციაც. როდესაც „ლელო“ აფიქსირებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს უღირსი ლიდერები და მთლიანად შედის მასთან ალიანსში ამ საარჩევნო მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, ესეც „ლელოს“ უპრინციპობაზე მეტყველებს და უპრინციპობის მიღმა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ არსებობს პირდაპირი ძალიან მჭიდრო ალიანსი „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის, რეალურად მათ შორის პრაქტიკულად ზღვარიც არის წაშლილი. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არავის უკვირს,“ - განაცხადა კობახიძემ.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →