—

ირაკლი კობახიძე - უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყოს

5
ირაკლი კობახიძე - უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყოს
მოსასმენად დააჭირეთ

ნებისმიერი ომი, რომელიც შეიძლება უკრაინის ტერიტორიაზე წარიმართოს, უმძიმესი იქნება პირველ რიგში უკრაინელი ხალხისთვის და უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ომი არ დაიწყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი…

ნებისმიერი ომი, რომელიც შეიძლება უკრაინის ტერიტორიაზე წარიმართოს, უმძიმესი იქნება პირველ რიგში უკრაინელი ხალხისთვის და უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ომი არ დაიწყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის უკრაინას სოლიდარობას უცხადებს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილებებს უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესაბამისად მიიღებს. კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნავს და თითოეული ნაბიჯი ამ პრინციპებიდან გამომდინარე იქნება გადადგმული.

„ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და ყოველი შემდგომი გადაწყვეტილება ამის მიხედვით უნდა მივიღოთ. პირველი: ჩვენ სოლიდარობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ომი, რომელიც შეიძლება უკრაინის ტერიტორიაზე წარიმართოს, იქნება უმძიმესი პირველ რიგში უკრაინელი ხალხისთვის და პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ომი არ დაიწყოს, არ იქნას დაშვებული და ზიანი არ მიადგეს ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს. ეს არის ერთი და ამასთანავე, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე და თითოეული ჩვენი ნაბიჯი იქნება, რა თქმა უნდა, ამ პრინციპებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა კობახიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →