—

\"ვვარაუდობ, რომ მოსკოვმა საქართველოს არასასურველი პირების სია გადასცა\" - თბილისში კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი არ შემოუშვეს

20
\"ვვარაუდობ, რომ მოსკოვმა საქართველოს არასასურველი პირების სია გადასცა\" - თბილისში კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი არ შემოუშვეს
მოსასმენად დააჭირეთ

კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს - ამჯერად თბილისიდან ანდრეი დავიდოვი გააბრუნეს. მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ,,საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ"…

კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს - ამჯერად თბილისიდან ანდრეი დავიდოვი გააბრუნეს. მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ,,საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ" სოციალურ ქსელში გაავრცელა.

დავიდოვი მომხდარს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, რადგან ამბობს, რომ მას არანაირი კანონი არ დაურღვევია.

ოპოზიციონერის ვარაუდით, საქართველოს რუსეთმა მისთვის არასასურველი მოქალაქეების სია გადასცა, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთის უფლება არ უნდა მისცენ.

"ეს არის ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვვარაუდობ, რომ მოსკოვმა  წარადგინა კონკრეტული მოქალაქეების სიები, რომელთა საქართველოში ყოფნასაც არასასურველად თვლის და მათ მიღებას, არამეგობრულად", - წერს ოპოზიციონერი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →