—

ბადრი ჯაფარიძე - დასავლეთში დახურულ კარს მიღმა პირდაპირ თქვეს, რომ „ქართული ოცნების“ ნაბიჯები მიმართული იყო საქართველოს ევროპისგან დაშორების მიმართულებით

18
ბადრი ჯაფარიძე - დასავლეთში დახურულ კარს მიღმა პირდაპირ თქვეს, რომ „ქართული ოცნების“ ნაბიჯები მიმართული იყო საქართველოს ევროპისგან დაშორების მიმართულებით
მოსასმენად დააჭირეთ

ბრიუსელში ვიზიტისას, დახურულ კარს მიღმა პირდაპირ თქვეს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმართული იყო საქართველოს ევროპისგან დაშორების მიმართულებით, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი…

ბრიუსელში ვიზიტისას, დახურულ კარს მიღმა პირდაპირ თქვეს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმართული იყო საქართველოს ევროპისგან დაშორების მიმართულებით, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოს ევროპული მომავალი დააზიანა.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, დასავლეთს „ქართული ოცნებისთვის“ ხელების გადაგრეხვის სურვილი არ აქვს, რადგან ეს დროის ხარჯვა იქნება.

„დახურულ კარს მიღმა პირდაპირ თქვეს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმართული იყო საქართველოს ევროპისგან დაშორების მიმართულებით. გამოსავლის ფორმულა ქართველების ხელშია. შემოგვთავაზეს გამოსავალი, იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირის მედიაციით იქნა მიღწეული.

წარმოიდგინეთ უზარმაზარი ინვესტიცია, რეპუტაცია შეაგდეს სასწორზე, რომ საქართველოს გადაედგა ნაბიჯი, წინ ევროპისკენ და „ქართულმა ოცნებამ“ ეს ყველაფერი გაანიავა - ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის ევროპულ მომავალს, თუმცა, თვითონ დაზიანდა ისე, რომ ამ ძალაზე ხელი ჩაქნეული აქვს, რომელსაც შეუძლია რაიმე გააკეთოს, საქართველოს ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად.

რუსეთთან ურთიერთობის დროს ყოველთვის ხდება ხელების გადაგრეხვით რაღაცის კეთების იძულება. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხელებს არ გვიგრიხავენ, როდესაც ხედავენ, რომ მხარეს არ უნდა ევროპასთან დაახლოება - ხელებს არავინ გადაუგრიხავს იმ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ მასზე ექნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნებისთვის“ ხელების გადაგრეხვის და დროის კარგვის სურვილი არავის აქვს, მაგრამ საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი უპასუხისმგებლო მმართველ ძალას, რომელიც ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →