—

სალომე სამადაშვილი ფინანსთა მინისტრს - თქვენ არ ბრძანდებით ხალხის მინისტრი, თქვენ ხართ სისტემის მინისტრი

27
სალომე სამადაშვილი ფინანსთა მინისტრს - თქვენ არ ბრძანდებით ხალხის მინისტრი, თქვენ ხართ სისტემის მინისტრი
მოსასმენად დააჭირეთ

თქვენ არ ბრძანდებით ხალხის მინისტრი. თქვენ ხართ სისტემის მინისტრი და ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სისტემის ერთ-ერთი მსახურის მოხსენება, რომელმაც ამ დარბაზში წამოადგინა რეალობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო…

თქვენ არ ბრძანდებით ხალხის მინისტრი. თქვენ ხართ სისტემის მინისტრი და ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სისტემის ერთ-ერთი მსახურის მოხსენება, რომელმაც ამ დარბაზში წამოადგინა რეალობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებასთან, - ასე მიმართა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრმა პარლამენტს „მინისტრის საათის“ ფორმატში, გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

სალომე სამადაშვილმა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი განცხადებით, შედეგად საქართველოს მოქალაქეებს, გაეზარდათ ვალი და ყოველდღიურად უმცირდებათ შემოსავალი.

„დღეს მოვისმინეთ, რომ ეს კრიმინალური სინდიკატი, რომელმაც ცინიკურად „ქართული ოცნება" დაირქვა, კიდევ რამდენიმე თაობას აპირებს რომ წაართვას ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსი. ამ სისტემის მთავრობას, ჩვენ შეიძლება ვალების მთავრობა დავარქვათ, რადგან გასული ათი წლის მანძილზე, არაერთი მიღწევა, რაც ამ ხალხს აქვს, არის ის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მხრებზე დაკისრებული ვალი გაიზარდა ოთხჯერ, ვგულისხმობ საგარეო ვალს, რომელიც 2013 წელს იყო 8 მილიარდი და დღეს არის 20 მილიარდი. ამის პარალელურად იგივე სისტემამ გააღატაკა ადამიანები. ჩვენ დღეს მრავალჯერ გკითხეთ, რას უპირებთ ინფლაციას და პასუხი ვერ მოვისმინეთ და პასუხი არ გაქვთ მაშინ, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებსაც ოთხჯერ გაეზარდათ საგარეო ვალი, მათი ცხოვრება გაძვირდა 45 პროცენტით.

თქვენ რეალურად გააღატაკეთ საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელსაც გაეზარდა ვალი და ყოველდღიურად უმცირდება შემოსავალი",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →