—

ფინანსთა მინისტრი საწვავის ფასის ზრდაზე - თუ შევხედავთ, რომ ტენდენცია მნიშვნელოვნად იზრდება, შესაძლებელია დაზღვევის მექანიზმებზე ვიმუშაოთ

51
ფინანსთა მინისტრი საწვავის ფასის ზრდაზე - თუ შევხედავთ, რომ ტენდენცია მნიშვნელოვნად იზრდება, შესაძლებელია დაზღვევის მექანიზმებზე ვიმუშაოთ
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საწვავზე ფასების ტენდენციის ზრდის გაგრძელების შემთხვევაში, მთავრობამ შესაძლოა დაზღვევის მექანიზმები შეიმუშაოს.

როგორც ხუციშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, საერთაშორისო ბაზარაზე საწვავის ფასების მკვეთრი ზრდაა, რაც გეოპოლიტიკური მდგომარეობით არის გამოწვეული.

„საწვავთან მიმართებაში ნამდვილად გვაქვს მკვეთრი ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, რაც გამოწვეულია იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რაც ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში არსებობს. ბუნებრივია, საგადასახადო პოლიტიკა ვერ იქნება მორგებული მოკლევადიან რყევებზე საერთაშორისო ბაზრებზე, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ შევხედავთ, რომ ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად იზრდება, შესაძლებელია ვიმუშაოთ დაზღვევის მექანიზმებზე ამ მიმართულებით. ეს არ იქნება ე.წ. საფეხურებრივი სისტემა აქციზის. შესაძლებელია იყოს დაზღვეული როგორც ზედა ჭერი, ასევე ქვედა ნაწილი ფასების“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →