—

სკოლის მოსწავლეებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია პენსიონერი - დაზარალებულთა შორის ერთ-ერთი 65 წლის კაცის ნათლულია

45
სკოლის მოსწავლეებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია პენსიონერი - დაზარალებულთა შორის ერთ-ერთი 65 წლის კაცის ნათლულია
მოსასმენად დააჭირეთ

უმძიმესი ამბის კიდევ უფრო მძიმე გაგრძელება - სკოლის მოსწავლეებზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული 65 წლის მამაკაცი დღეს სასამართლომ ციხეში ათი წლით გაუშვა.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის ერთ-ერთი უბანში, მამაკაცი სექსუალური ხასიათის დანაშაულს ერთდროულად რამდენიმე არასრულწლოვანის მიმართ ჩადიოდა.

თბილისში მომხდარი საზარელი დანაშაულის ყველა დეტალი "პირველებმა" გაარკვია. ირკვევა, რომ 65 წლის პენსიონერი  სამ სკოლის მოსწავლეზე  სისტემატიურად სექსუალურად ძალადობდა. მსხვერპლთა შორის, ერთ-ერთი დაკავებულის ნათლულია. 

ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი 10 წლის გოგონა გახდა, რომლის ოჯახი ბრალდებულისგან  ბინას ქირაობდა.

საქმის მასალებით დგინდება, რომ პენსიონერი სკოლის მოსწავლეზე ორი წლის განმვალობაში ძალადობდა. 

65 წლის მამაკაცის მიერ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის დაზარალებულის სტატუსი აქვს კიდევ ერთ არასრულწლოვანს.  13 წლის მსხვერპლი პენსიონერის ნათლულია. ირკვევა რომ კაცი ბავშვზე სექსუალურად და ფსიქოლოგიურად სისტემატიურად ძალადობდა.

პენსიონერს ციხეში 10 წლის გატარება მოუწევს, თუმცა ის ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

TV pirveli

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →