—

კომუნალური გადასახადების გაძვირება, საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა რამდენიმე ქალაქში გააპროტესტეს

19
კომუნალური გადასახადების გაძვირება, საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა რამდენიმე ქალაქში გააპროტესტეს
მოსასმენად დააჭირეთ

კომუნალური გადასახადების გაძვირება, საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა რამდენიმე ქალაქში გააპროტესტეს. ცოტა ხნის წინ, კასპის მუნიციპალიტეტის მერიასთან, მოქალაქეებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც…

კომუნალური გადასახადების გაძვირება, საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა რამდენიმე ქალაქში გააპროტესტეს. ცოტა ხნის წინ, კასპის მუნიციპალიტეტის მერიასთან, მოქალაქეებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეიკრიბნენ, რომლებმაც სოციალური მდგომარეობა გააპროტესტეს.

ფასების ზრდა და შექმნილი მძიმე სოციალური პირობები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მათმა მხარდაჭერებმა გააპროტესტეს სამტრედიასა და ოზურგეთშიც. აქციის მონაწილეებს წარმოდგენილი ჰქონდათ ბანერები წარწერით: „ქართული ოცნება“ აღარიბებს“, „გადასახადებს ვიხდით ჩინოვნიკების ჯიბეში“.

„აქ მოვედით იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ მომატებული კომუნალური გადასახადები. ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება და ეს ხდება მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ მეუღლეს ტყეს უფორმებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც კონკრეტული ჩინოვნიკები მდიდრდებიან და ამ ყველაფრის ფონზე ცხოვრობს 77 000 ბავშვი, რომელსაც საკვები ენატრება, 800 000-ზე მეტმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა. აქ, მოვედით იმისათვის, რომ გავაპროტესტოთ გაორმაგებული გადასახადები და ჩვენი ხმა გავაგონოთ ხელისუფლებას", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძემ.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →