—

ჯო ბაიდენი რუსეთის მოქალაქეებს - თქვენ არ ხართ ჩვენი მტერი - არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ სისხლიანი, დესტრუქციული ომი უკრაინის წინააღმდეგ

28
ჯო ბაიდენი რუსეთის მოქალაქეებს - თქვენ არ ხართ ჩვენი მტერი - არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ სისხლიანი, დესტრუქციული ომი უკრაინის წინააღმდეგ
მოსასმენად დააჭირეთ

ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო ის, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ: შეერთებული შტატები და ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, -ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"უკრაინა არ ემუქრება რუსეთს. არც აშშ-ს და არც ნატოს არ გააჩნიათ რაკეტები უკრაინაში. ჩვენ არ გვაქვს , არ გვაქვს გეგმები მათი იქ განთავსებაზე. ჩვენ არ გვყავს მიზანში ამოღებული რუსეთის მოსახლეობა. ჩვენ არ ვცდილობთ რუსეთის დესტაბილიზაციას. რუსეთის მოქალაქეებს: თქვენ არ ხართ ჩვენი მტერი. არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ სისხლიანი, დესტრუქციული ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა მან.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება ეს იქნება ომი მიზეზის გარეშე.

"თუ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, ეს იქნება არჩევანის ომი, ან ომი უმიზეზოდ. მე ამას ვამბობ არა პროვოცირების მიზნით, არამედ სიმართლისთვის, რადგან სიმართლეს აქვს მნიშვნელობა. ანგარიშვალდებულება მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბაიდენმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →