—

პარლამენტმა პირველი მოსმენით “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაუჭირა მხარი

33
პარლამენტმა პირველი მოსმენით “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაუჭირა მხარი
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტმა პირველი მოსმენით “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რომლის საფუძველზეც ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებს GMP-ის ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტის…

პარლამენტმა პირველი მოსმენით “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაუჭირა მხარი, რომლის საფუძველზეც ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებს GMP-ის ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა მოეთხოვებათ.

კანონის პროექტი 76 - ხმით (ორი წინააღმდეგი) მიიღეს.

საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატების ფონზე წარიმართა. ოპოზიციის შეფასებით, მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით მოსახლეობისთვის არაფერს ცვლის, ხოლო იმპორტიორებისთვის ზედმეტ ბარიერს ქმნის.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას შეფასებით კი, კანონში დაგეგმილი ცვლილებები ჯანსაღ კონკურენციას შეუწყობს ხელს და ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლების, საბითუმო რეალიზატორებისა და იმპორტიორების მიმართ თანაბარ მიდგომებს უზრუნველყოფს.

როგორც გაბიანიამ განმარტა, ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებისა და საბითუმო რეალიზატორებისათვის 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სტანდარტის მოთხოვნები შევიდა. მისივე ინფორმაციით, GMP-ის სერტიფიკატი, სავალდებულო წესით, იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტებისთვის არ მოითხოვება, რაც ამ უკანასკნელთ 

პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.

“აქამდე საქართველოს კანონმდებლობით GMP-ის სტანდარტი სავალდებულო წესით მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქციას მოეთხოვებოდა. 2022 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა GMP-ს სრულად ამოქმედების მექანიზმი და მისი ეტაპობრიობა განისაზღვრა. კანონის პროექტის შექმნა აუცილებელი გახდა იმისთვის, რომ ჯანსაღ კონკურენციას შეეწყოს ხელი და როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილობრივი პროდუქტები თანაბარ პირობებში აღმოჩნდეს. ასევე ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიებისთვის მნიშვნელოვანია კარგი საწარმოო პრაქტიკის სერტიფიკატი ანუ დოკუმენტი მოთხოვნილი იქნას როგორც ბაზარზე დაშვების წინაპირობა იმპორტირებულ პროდუქტზეც“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ მთავრობის საკანომდებლო ინიციატივის წარდგენისას.

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →