—

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა დაიწყო

46
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა დაიწყო
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა დაიწყო.

დღის წესრიგში ოთხი დეპუტატისთვის: - კახა კუჭავასთვის, ელენე ხოშტარიასთვის, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დგას.

პარლამენტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აღნიშნულ საკითხზე პარლამენტს კომიტეტის დასკვნას აცნობს. დასკვნის თანახმად, მათ მანდატი უნდა შეუწყდეთ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა პარლამენტიდან პირადი განცხადებით მიდის.

ელენე ხოშტარიასთვის და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების შეწყვეტას მათ მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა იწვევს.

რაც შეეხება “ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, ამის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველს მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →