—

მედეა ჯანიაშვილი - იანვარი პოზიტიური შედეგით დავიწყეთ როგორც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების და ტურისტების აღდგენის კუთხით

18
მედეა ჯანიაშვილი - იანვარი პოზიტიური შედეგით დავიწყეთ როგორც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების და ტურისტების აღდგენის კუთხით
მოსასმენად დააჭირეთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი იანვარში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების მნიშვნელოვნად გაზრდას აფასებს. მედეა…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი იანვარში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების მნიშვნელოვნად გაზრდას აფასებს. მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, საზღვარზე რეგულაციების შემსუბუქების, საერთაშორისო ბაზრებზე აქტიური მარკეტინგული კამპანიის შედეგად, 2022 წლის პირველი თვე ტურისტებისა და შემოსავლების ზრდის დინამიკით გამოირჩეოდა.

„იანვარი დავიწყეთ ძალიან პოზიტიური შედეგით როგორც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის თვალსაზრისით, აგრეთვე საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების აღდგენის კუთხით, 2019 წელთან მიმართებით. ეს განპირობებულია მთელი რიგი ფაქტორებით: ქვეყნის გახსნა საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, გატარებული მარკეტინგული აქტივობები და ძალიან სწორი პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. ეს კიდევ ერთი საშუალებაა, რომ გვქონდეს ძალიან პოზიტიური მოლოდინი, რომ 2022 წელს შევძლოთ სწრაფად და მდგრადად აღვადგინოთ ტურიზმის სექტორი“, -აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

„2022 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 114,022,899 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69.3% აღდგენაა. 2021 წლის იანვრის თვესთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 103,663,879 (+1,007%) აშშ დოლარით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →