—

ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაზე\" - თურმე მსოფლიოს უნდა ანახონ, როგორ აწამებენ სააკაშვილს - მსოფლიოს ჯერ ის კადრები აჩვენონ, როგორც აწამებდნენ ჩვენს მოქალაქეებს ციხეში

20
ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაზე\" - თურმე მსოფლიოს უნდა ანახონ, როგორ აწამებენ სააკაშვილს - მსოფლიოს ჯერ ის კადრები აჩვენონ, როგორც აწამებდნენ ჩვენს მოქალაქეებს ციხეში
მოსასმენად დააჭირეთ

ბრიფინგი ჰქონდათ, თურმე მსოფლიოს უნდა ანახონ, როგორ აწამებენ სააკაშვილს - მსოფლიოს ჯერ ის კადრები ანახონ, როგორც აწამებდნენ ჩვენს მოქალაქეებს ციხეში, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა…

ბრიფინგი ჰქონდათ, თურმე მსოფლიოს უნდა ანახონ, როგორ აწამებენ სააკაშვილს - მსოფლიოს ჯერ ის კადრები ანახონ, როგორც აწამებდნენ ჩვენს მოქალაქეებს ციხეში, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" ბრიფინგს.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა სიების აღდგენის თაობაზე მათ არათანმიმდევრულობაზე მეტყველებს.

„ჯერ ის კადრები ანახონ მსოფლიოს, როგორ ხდებოდა სარდაფებში ადამიანების ჩაგდება, 70 - ზე მეტი პირი იხდის სასჯელს, ეს კადრები ანახონ ჯერ მსოფლიოს და მერე პატიმარი, რომელიც ეურჩება და არ გადადის, 5 კაცი კიდებს ხელს და გადაჰყავთ, "აბა შენი ჭირიმე რამე არ მოგივიდესო"- ეხვეწებოდნენ. რაც ეხება სიებს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა არათანმიმდევრულ, უპრინციპო ოპოზიციასთან გვაქვს საქმე. გახსოვთ განცხადებები, გაყალბებული არჩევნები იყო და არ შევალთო, პუფი უნდა იყო, იქ რომ შეხვალო, მერე თქვეს მონა უნდა იყოო, მერე შემოვიდნენ, მერე ისევ გავიდნენ, სიები ჩახსნეს, ახლა აღადგინეთო. ჟურნალისტებს გეკითხებით, ასეთი უპრინციპო, მორალისგან დაცლილი, საერთოდ გჭირდებათ პარლამენტში? - აბა კითხეთ თქვენი ოჯახის წევრებს. რადიკალური ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" სახით არის უპრინციპო, ყველანაირი პოლიტიკური მორალისგან დაცლილი ორგანიზაცია,"- განაცხადა ზარქუამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →