—

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორში მობილიზებული 8000 საწოლიდან 6000-ზე მეტი დაკავებულია

25
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორში მობილიზებული 8000 საწოლიდან 6000-ზე მეტი დაკავებულია
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორში მობილიზებული 8000 საწოლიდან 6000-ზე მეტი დაკავებულია.

როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება 1300 პაციენტი, 293 კი რეანიმაციულ განყოფილებაში. მისივე თქმით, დღეს დაფიქსირებული 19 000 შემთხვევა სხვა პარამეტრებთან ერთად მიუთითებს, რომ ინფიცირების პიკი შედარებით დაღმავალ მიმდინარეობაზე გადავიდა.

,,პაციენტების ნაწილი, რომელიც დღეს კლინიკებში რჩება ინფიცირებულია დეკემბრის ბოლოს ან იანვარში, ანუ ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს „დელტა შტამთან“, რომელიც შედარებით რთულად მიმდინარეობს. 19 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ამ დილით, რაც სხვა პარამეტრებთან ერთად მიუთითებს იმაზე, რომ პიკი შედარებით დაღმავალ მიმდინარეობაზე გადავიდა, რაც იმედის მომცემია, თუმცა კვირის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს დაკვირდევება სანამ გვექნება საფუძველი ვთქვათ რამდენად მოხერხდა პიკის გადალახვა „ომიკრონის“ ტალღის პირობებში.

ტესტირების პროგრამა გრძელდება, 60-65 000 ტესტი კეთდება დღის განმავლობაში და გამოვლენის ინტენსივობაც აქედან გამომდინარე მაღალია. დადებითობის მაჩვენებლის კლება ყველაზე თვალსაჩინოა აჭარაში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →