—

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის პირობები გამოაცხადა

35
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის პირობები გამოაცხადა
მოსასმენად დააჭირეთ

"რა თქმა უნდა, უნდა იყოს სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა გაფორმდეს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარების და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და…

"რა თქმა უნდა, უნდა იყოს სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს სამშვიდობო შეთანხმება უნდა გაფორმდეს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარების და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე."

InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 13 თებერვალს აღდამ ჯუმას მეჩეთში ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

„აღდამისა და შუშის მიმართულებით უკვე მოეწყო ავტობუსების მარშრუტები. მიდიან აღდამის, შუშას და სხვა რაიონების მოქალაქეები, ეცნობიან და საკუთარი თვალით ხედავენ რა უბედურებას აწყდებოდნენ ჩვენი ხალხი. ოცდაათი წელია, ყველა ჩვენი ქალაქი, სოფელი და მეჩეთი,  ჩვენი სასაფლაოები დაანგრიეს სომხებმა. შენობა დაანგრიეს და შეურაცხყვეს სომხებმა. ახლა ვიღაცები საუბრობენ მომავალ შერიგებაზე. რა თქმა უნდა, უნდა იყოს სამშვიდობო შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. მეც ვთქვი ეს. მაგრამ აზერბაიჯანელმა ხალხმა არასოდეს უნდა დაივიწყოს ეს სისასტიკე, არავინ უნდა დაივიწყოს ეს სისასტიკე.

დარწმუნებული ვარ, სამუშაო, რომელსაც დღეს ვაკეთებთ, მათ შორის არმიის მშენებლობის სფეროში, კიდევ უფრო გააძლიერებს აზერბაიჯანს და უპასუხებს სომხეთის რევანშისტურ ძალებს. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ. ჩვენ ამ მიწაზე სისხლის დაღვრით და გმირების გაცემით დავბრუნდით. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ამ მიწაზე და სამუდამოდ ვიცხოვრებთ მასში. ყარაბაღი აზერბაიჯანია!“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →