—

პარლამენტი ხვალ ორი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე იმსჯელებს

21
პარლამენტი ხვალ ორი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე იმსჯელებს
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტი 15 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ორი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე იმსჯელებს.

15 თებერვლის სხდომის დღის წესრიგში უკვე ასახულია დადგენილების პროექტი “საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარული სხდომის დღის წესრიგს 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაც დაემატა.

პირველი დადგენილების პროექტის ავტორია ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“. 5-6 ივლისს მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა კი პოლიტიკურ ჯგუფ “რეფორმების ჯგუფს“ ეკუთვნის.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით იღებს. გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგეთა ხმები მხედველობაში არ მიიღება.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →