—

ომიკრონზე მუშაობს თუ არა ვაქცინა, ამაზე ჯანმოსაც შეიძლება არ ჰქონდეს პასუხი - დავითაშვილი

43
ომიკრონზე მუშაობს თუ არა ვაქცინა, ამაზე ჯანმოსაც შეიძლება არ ჰქონდეს პასუხი - დავითაშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ფიქრობს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასაც შეიძლება არ ჰქონდეს პასუხი კითხვაზე მუშაობს თუ არა "ომიკრონის" წინააღმდეგ ვაქცინა. მისი თქმით, ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებაზე…

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ფიქრობს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასაც შეიძლება არ ჰქონდეს პასუხი კითხვაზე მუშაობს თუ არა "ომიკრონის" წინააღმდეგ ვაქცინა. მისი თქმით, ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებაზე სპეკულაციები უსაფუძვლოა.

"პრემიერმა ისაუბრა ძირითადად იმაზე, რომ ახალი რეალობა, ახალი გარემოებები დადგა, ახალი შტამის გამოჩენასთან დაკავშირებით, "ომიკრონთან" დაკავშირებით, რაც შეეხება იმას, რომ ამას მოჰყვა გამოხმაურება რამდენად პრემიერი ვაქცინაციის მხარდამჭერია, სპეკულაციები მე ვფიქრობ აბსოლუტურად უსაფუძვლოა, იმიტომ, რომ პრემიერი იყო ის ადამიანი, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში პირველი ვაქცინების შემოტანა მოხერხდა და სწრაფი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. 

ომიკრონზე მუშაობს თუ არა ვაქცინა, მე ვფიქრობ, ამაზე ჯანმოსაც შეიძლება არ ჰქონდეს პასუხი", - თქვა ლევან დავითაშვილმა. 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →