—

ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ევაკუატორების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

22
ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ევაკუატორების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
მოსასმენად დააჭირეთ

ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ევაკუატორების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მათი განცხადებით, ახალი რეგულაციის თანახმად მათ შემოსავლების სამსახური იმ ავტომობილების განბაჟებას ავალდებულებს, რომლის გადაზიდვასაც ისინი პორტებიდან სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ახორციელებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ ვალდებულებაში მხოლოდ ავტომობილების ტრანსპორტირება შედის და განბაჟებაზე მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არასწორია. მძღოლების თქმით, დაყადაღებულია საბანკო ანგარიშები და საქმიანობის გაგრძელებას ვერ ახერხებენ. ევაკუატორების მძღოლების აქციას საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. როგორც აქციაზე გაჟღერდა, იგეგმება დახურული შეხვედრა აქციის მონაწილეებსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს შორის.

"გვაკისრებენ განბაჟების გადახდას, რომელიც ჩვენ საერთოდ არ გვეხება. ჩვენ ვართ მხოლოდ გადამზიდავები. გამოვიყვანთ მანქანას, ჩავაბარებთ პატრონს და დანარჩენს უნდა მიხედოს პატრონმა. პატრონს ვერ პოულობენ, თუ რა ხდება არ ვიცით, გვთხოვენ ჩვენ განბაჟებას და ჩვენ სად უნდა ვეძებოთ. აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ მოგვარდება ეს ყველაფერი",- განაცხადა აქციის მონაწილე მალხაზ კურცხალიამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →