—

ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი საგამოძიებო კომისიების შექმნას მხარს არ უჭერს და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის მანდატების შეწყვეტა კომისიების შექმნის პროცესს ხელს შეუშლის

24
ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი საგამოძიებო კომისიების შექმნას მხარს არ უჭერს და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის მანდატების შეწყვეტა კომისიების შექმნის პროცესს ხელს შეუშლის
მოსასმენად დააჭირეთ

„რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, „თუ „ქართული ოცნება” წითელ ხაზს გადავა და ბადრი ჯაფარიძეს მანდატს უსაფუძვლოდ გაუუქმებს, ეს იქნება დასტური, რომ მათ ეს ინსტრუმენტად გამოიყენეს ოპოზიციაზე…

„რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, „თუ „ქართული ოცნება” წითელ ხაზს გადავა და ბადრი ჯაფარიძეს მანდატს უსაფუძვლოდ გაუუქმებს, ეს იქნება დასტური, რომ მათ ეს ინსტრუმენტად გამოიყენეს ოპოზიციაზე თავდასხმისა და იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისიები არ შეიქმნას”.

როგორც სამნიძემ განაცხადა, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საგამოძიებო კომისიების შექმნას მხარს არ უჭერს და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის მანდატების შეწყვეტა კომისიების შექმნის პროცესს ხელს შეუშლის.

„საგამოძიებო კომისიების შექმნისთვის თითოეული ოპოზიციური ხმა მნიშვნელოვანია. ოპოზიციურ მხარეს 60-ზე მეტი ხმა აქვს, მაგრამ საგამოძიებო კომისიების მიზნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფები უჭერენ ან არ უჭერენ მხარს საგამოძიებო კომისიების შექმნას. ამ შეთანხმების ფარგლებში ვსაუბრობთ ოპოზიციური პარტიები და ჩანს, რომ თითოეული ხმის მობილიზებას მნიშვნელობა აქვს. 50 ხმა არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა ყველას ყოფნა სასესიო დარბაზში და უფლებამოსილების შეწყვეტა ამას ხელს შეუშლის”,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →