—

ირაკლი ღარიბაშვილი - პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთი ჯერ კიდევ მაღალია, თუმცა წინა ხელისუფლების დროს ეს 80-90-100%-ზე მეტი იყო

41
ირაკლი ღარიბაშვილი - პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთი ჯერ კიდევ მაღალია, თუმცა წინა ხელისუფლების დროს ეს 80-90-100%-ზე მეტი იყო
მოსასმენად დააჭირეთ

პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთი ჯერ კიდევ მაღალია, თუმცა მოგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს 80-90-100%-ზე მეტი იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის…

პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთი ჯერ კიდევ მაღალია, თუმცა მოგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს 80-90-100%-ზე მეტი იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე კომისია შეიქმნა, რომლის გადაწყვეტილებით, პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი 36%-დან 26%-მდე შემცირდება.

"მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, როდესაც პარლამენტში ვიყავი, ერთ-ერთი ინიციატივა და მომართვა პენსიონერების საპროცენტო განაკვეთს შეეხებოდა, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო. ეს ჯერ კიდევ არის მაღალი, თუმცა მოგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს 80-90-100%-ზე მეტი იყო. ამიტომ ჩვენ ეს საპროცენტო განაკვეთი, რა თქმა უნდა, მინიმუმამდე დავწიეთ, თუმცა 36% პენსიონერებისთვის მაინც მაღალია. ამიტომ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით კომისია შევქმენით, ამ საკითხზე იმუშავეს და შეჯერდნენ, რომ აღნიშნული პროცენტი 26%-ს არ ასცდება, 26%-მდე დავწევთ ამ განაკვეთს და იქნება ჩვენი პენსიონერებისთვის კიდევ ერთი შვება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →