—

ნიკა მელია - რას საუბრობს კობახიძე მისი თანაგუნდელებისთვის ალბათ, მნიშვნელოვანია, თუმცა უმნიშვნელოა, ქართული საზოგადოებისთვის - ცვლილებებისთვის უნდა მოვემზადოთ

42
ნიკა მელია - რას საუბრობს კობახიძე მისი თანაგუნდელებისთვის ალბათ, მნიშვნელოვანია, თუმცა უმნიშვნელოა, ქართული საზოგადოებისთვის - ცვლილებებისთვის უნდა მოვემზადოთ
მოსასმენად დააჭირეთ

რას საუბრობს ბატონი კობახიძე მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის ალბათ, მნიშვნელოვანია, თუმცა აბსოლუტურად უმნიშვნელოა ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ცვლილებებისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“…

რას საუბრობს ბატონი კობახიძე მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის ალბათ, მნიშვნელოვანია, თუმცა აბსოლუტურად უმნიშვნელოა ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ცვლილებებისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2024 წლამდე ქვეყანაში არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება.

ნიკა მელიას თქმით, საზოგადოება ბრძოლისთვის მზად უნდა იყოს.

„ბატონი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება საათნახევრით ადრე მახსოვს, რომ ის თანამდებობიდან არ გადადგებოდა, ბაქოში მყოფი საზოგადოებას გვეჩხუბა და საათნახევრში გადადგა. ამიტომ რას საუბრობს ბატონი კობახიძე მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის ალბათ მნიშვნელოვანია, თუმცა აბსოლუტურად უმნიშვნელოა ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ცვლილებებისთვის. რამდენადაც მზად ვიქნებით ცვლილებებისთვის იმდენად სწრაფად დადგება ის დღე, როდესაც ქვეყანაში ჩატარდება შესაბამისი ბრძოლა, ეს იქნება საარჩევნო თუ სხვა ტიპის. საზოგადოება ამ ბრძოლისთვის მზადყოფნაში უნდა იყოს მოყვანილი და არ უნდა მივაქციოთ ყურადღება სახელისუფლებო მედიის პროპაგანდისტულ მოსაზრებებს. პირადად ჩემთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია“, - განაცხად ნიკა მელიამ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →