—

ფოთში ევაკუატორების მძღოლებმა აქცია გამართეს

30
ფოთში ევაკუატორების მძღოლებმა აქცია გამართეს
მოსასმენად დააჭირეთ

ფოთში ევაკუატორების მძღოლებმა ერთ-ერთ გადამზიდავ ტერმინალთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ახალი რეგულაციის თანახმად, მათ შემოსავლების სამსახური იმ ავტომობილების განბაჟებას ავალდებულებს, რომლის…

ფოთში ევაკუატორების მძღოლებმა ერთ-ერთ გადამზიდავ ტერმინალთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ახალი რეგულაციის თანახმად, მათ შემოსავლების სამსახური იმ ავტომობილების განბაჟებას ავალდებულებს, რომლის გადაზიდვასაც ისინი პორტებიდან სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ახორციელებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ ვალდებულებაში მხოლოდ ავტომობილების ტრანსპორტირება შედის და განბაჟებაზე მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არასწორია. მძღოლების თქმით, დააყადაღებულია საბანკო ანგარიშები და საქმიანობის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.

შეკრებილები დახმარებას და პასუხისმგებელი უწყების მხრიდან განმარტებას ითხოვენ.

,,ჩვენ ვეწევით შიდა გადაზიდვებს, საქართველოს მასშტაბით პორტებიდან გაგვყავს ავტომობილები და მიგვყავს თბილისსა და მიმდებარე ტერიტორიებზე. კლიენტი გვიგზავნის მინდობილობას, რის საფუძველზეც გამოგვყავს ავტომობილები. ამ მინდობილობის შინაარსი არის ის, რომ მხოლოდ გვეძლევა ტერმინალიდან მის ნაცვლად მანქანის გამოყვანის და ტრანსპორტირების უფლება, შემდეგ ამ შეტყობინებას დაემატა გრაფა, რომ აუცილებელია ამ მანქანების განბაჟება, მაგრამ ეს ჩვენს ვალდებულებაში არ შედის, რადგან ჩვენ მინდობილობით ამ მანქანების არც განკარგვის, არც გაყიდვის უფლება არ გვეძლევა. გვინდა, რომ მინდობილობის ტექსტი ჩაასწორონ. ჩვენი საქმიანობის უფლება არ გვეძლევა", - განაცხადა აქციის მონაწილე ავთანდილ დევიძემ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →