—

თბილისში ხოჯალოს გენოციდის 30 წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა - PHOTO

115
თბილისში  ხოჯალოს გენოციდის 30 წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა - PHOTO
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისში მირზა ფატალი ახუნდოვის კულტურის მუზეუმში აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო მხარდაჭერის სააგენტოს მხარდაჭერით დღეს ხოჯალოს გენოციდის 30 წლისთავთან დაკავშირებით საზოგადოებრივი გაერთიანების…

თბილისში მირზა ფატალი ახუნდოვის კულტურის მუზეუმში
აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო მხარდაჭერის სააგენტოს მხარდაჭერით დღეს ხოჯალოს გენოციდის 30 წლისთავთან დაკავშირებით საზოგადოებრივი გაერთიანების „მესამე სექტორის“ მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია „ხოჯალოს გენოციდი-30“ გაიმართა. 

InterPress.ge იუწყება, რომ კონფერენცია დიასპორის საინფორმაციო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თოგრულ ალავერდილმა გახსნა.

შემდეგ ხოჯალოს გენოციდში დაღუპულთა ხსოვნა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

კონფერენციას ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, აზერბაიჯანიდან მოწვეული
სპეციალური სტუმრები , მედიისა და თემის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველმა ელდარ ბაირამოვმა. მან ასევე ისაუბრა 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში საოკუპაციო რუსული არმიის მიერ ჩვენი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტაზე. ბაირამოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს საერთო წარსული აქვთ.

კონფერენციის დასასრულს, მ.ფ. ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმის თავმჯდომარეს ლეილა ალიევას დიასპორის საინფორმაციო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თოღრულ ალაჰვერდილმა და პროექტის მენეჯერმა ნაჰიდ ჯანბახიშლიმ მადლობის სიგელი გადასცეს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →