—

ბესო შენგელია - ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2 წელში ყველა დევნილმა ოჯახმა თავშესაფარი უნდა მიიღოს, პირველ 6 თვეში კი იმ ადამიანებმა, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ

22
ბესო შენგელია - ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2 წელში ყველა დევნილმა ოჯახმა თავშესაფარი უნდა მიიღოს, პირველ 6 თვეში კი იმ ადამიანებმა, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ
მოსასმენად დააჭირეთ

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2 წელში ყველა დევნილმა ოჯახმა უნდა მიიღოს საკუთარი თავშესაფარი. პირველ 6 თვეში კი იმ ადამიანებმა, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”…

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2 წელში ყველა დევნილმა ოჯახმა უნდა მიიღოს საკუთარი თავშესაფარი. პირველ 6 თვეში კი იმ ადამიანებმა, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბესო შენგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მან იძულებით გადაადგილებულ პირებთან ერთად კონკრეტული შენობები წარადგინა, რომლებშიც აღნიშნული ოჯახები ცხოვრობენ. მისივე ინფორმაციით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია.

,,ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ 60 000 დოლარად 100 000 დევნილ ოჯახს აუშენებდა საცხოვრებელს. ჰკითხეთ ამ ადამიანებს დღეს რა მდგომარეობაში არიან, თავზე ენგრევათ ყველაფერი’’,- აღნიშნავს შენგელია.

მან ასევე საზოგადოებას გააცნო პარტიის ინიციატივა და გეგმა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2 წელში ყველა დევნილმა ოჯახმა უნდა მიიღოს საკუთარი თავშესაფარი. პირველ 6 თვეში კი იმ ადამიანებმა, რომლებიც მსგავს გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.

,,ხელისუფლება წლების განმავლობაში არაფერს აკეთებს დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გასუმჯობესებლად. ეს ადამიანები 30 წელია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის გაუსაძლის პირბებში ცხოვრობენ“, - აღნიშნა ბესო შენგელიამ.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →