—

ვიოლა ფონ კრამონი - გულსატკენია იმის ხილვა, რომ საქართველო დემოკრატიიდან განდგომას აგრძელებს

42
ვიოლა ფონ კრამონი - გულსატკენია იმის ხილვა, რომ საქართველო დემოკრატიიდან განდგომას აგრძელებს
მოსასმენად დააჭირეთ

გულსატკენია იმის ხილვა, რომ საქართველო დემოკრატიიდან განდგომას აგრძელებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ის 2021 წლის „დემოკრატიის ინდექსში“ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება…

გულსატკენია იმის ხილვა, რომ საქართველო დემოკრატიიდან განდგომას აგრძელებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ის 2021 წლის „დემოკრატიის ინდექსში“ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება, სადაც საქართველოს ქულა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია.

„მოლდოვა, თუნდაც უკრაინა და სომხეთი უკეთეს მდგომარეობაში არიან. ოდესღაც საქართველო რეგიონში მისაბაძი მაგალითი იყო, მაგრამ ახლა ის აგრძელებს ისეთი ავტორიტარული მეზობლებისკენ დაღმასვლას, როგორიცაა რუსეთი, აზერბაიჯანი და ლუკაშენკოს ბელარუსი“,- წერს ევროპარლამენტარი.

გამოცემა Economist-ის პარტნიორი კომპანიის, The Economist Intelligence Unit-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის, „დემოკრატიის ინდექსის“ თანახმად, საქართველოს ქულა წინა წელთან შედარებით გაუარესდა და 10-ქულიან სისტემაში 5.31-დან 5.12 ქულამდე შემცირდა. საქართველო 167 ქვეყანას შორის, წინა წლის მსგავსად, 91-ე პოზიციაზეა.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →