—

აზერბაიჯანის პრეზიდენტი: „ჩვენს გეგმებშია ახალი ხაზის აშენება ზანგაზურის დერეფნის გავლით ნახჭევანამდე, იქიდან კი თურქეთსა და ირანში“.

115
აზერბაიჯანის პრეზიდენტი: „ჩვენს გეგმებშია ახალი ხაზის აშენება ზანგაზურის დერეფნის გავლით ნახჭევანამდე, იქიდან კი თურქეთსა და ირანში“.
მოსასმენად დააჭირეთ

„ახლა ჩვენს გეგმებშია ახალი ხაზის მშენებლობა ზანგაზურის დერეფნის გავლით აზერბაიჯანიდან ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკამდე, იქიდან კი თურქეთამდე და ირანამდე. მე ვთქვი, რომ ზანგაზურის დერეფანი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს…

„ახლა ჩვენს გეგმებშია  ახალი ხაზის მშენებლობა ზანგაზურის დერეფნის გავლით აზერბაიჯანიდან ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკამდე, იქიდან კი თურქეთამდე და ირანამდე. მე ვთქვი, რომ ზანგაზურის დერეფანი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს არა მხოლოდ რკინიგზის, მაგისტრალისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის, არამედ ამ დერეფნის გავლით ენერგიის ექსპორტისთვის. ჩვენ გვექნება ახალი ხაზი ელექტროენერგიის მიწოდებისთვის ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკისთვის, აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილისთვის, იქიდან კი უცხოურ ბაზრებზე, თურქეთის შემდეგ კი ევროპაში“.

InterPress.ge. იუწყება, რომ ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა AZERTAC-თან ინტერვიუში განაცხადა.

 „ერთი ხაზი გადის საქართველო-თურქეთის მიმართულებით. მეორე ხაზიც უნდა გაიაროს. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და ჩვენი მზარდი ექსპორტი გაზრდის ჩვენს მნიშვნელობას, გაზრდის ჩვენს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ამავდროულად მოგვცემს დამატებითი ფინანსები. ჩვენ მოვიპოვებთ ფინანსებს არა მარტო ნავთობიდან და გაზიდან, არამედ ელექტროენერგიითაც და ჩვენი ქვეყანა უფრო კეთილდღეურად იცხოვრებს. ამიტომ, ყველა ეს პროექტი ჩვენს გეგმებშია. დღევანდელი გახსნის ცერემონია კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს ძალასა და ნებას. ეს კი ჩვენს წინაშე არსებულ ყველა ამოცანის წარმატებით შესრულების კიდევ ერთი დასტურია “, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →