—

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფლების სახელდების პროცესი დაიწყო

65
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფლების სახელდების პროცესი დაიწყო
მოსასმენად დააჭირეთ

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფლების სახელდების პროცესი დაიწყო.

InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის მერიამ გაავრცელა.

 დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქუჩების სახელდების მინიჭების მიზნით, ახალ დიოკნისში მოსახლეობასთან შეხვედრა, სამუშაო ჯგუფმა გამართა. 

 დისკუსიის რეჟიმში არსებული საკითხების შედეგების მოხსენება, განსახილველად გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მომქმედი სამთავრობო კომისიას  გადაეგზავნება. საბოლოოდ სახელდების აღსრულება კი, საკრებულოს პრეროგატივაა.

ქუჩების სახელდების საჯარო განხილვის პროცესს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი, მერიის ხელმძღვანელ პირებთან და საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გივი გიორგაძესთან ერთად ესწრებოდა.

შეგახსენებთ, მხარეში ქუჩების სახელდების ინიციატივა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი დოხტურიშვილს ეკუთვნის.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →