—

ნონა მამულაშვილი - რაც გუშინდელ სასამართლო პროცესზე მოხდა, იმის აღიარებაა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები არის შეთითხნილი

34
ნონა მამულაშვილი - რაც გუშინდელ სასამართლო პროცესზე მოხდა, იმის აღიარებაა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები არის შეთითხნილი
მოსასმენად დააჭირეთ

რაც გუშინდელ სასამართლო პროცესზე მოხდა, არის აღიარება იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები არის შეთითხნილი. ამის ნათელი მაგალითია როდესაც ანზორ ჩუბინიძემ მის მიმართ არსებული კითხვებისათვის პასუხის…

რაც გუშინდელ სასამართლო პროცესზე მოხდა, არის აღიარება იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები არის შეთითხნილი. ამის ნათელი მაგალითია როდესაც ანზორ ჩუბინიძემ მის მიმართ არსებული კითხვებისათვის პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, - ასე აფასებს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნონა მამულაშვილი გუშინ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესს.

როგორც მამულაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, მისთვის პირველი და პრინციპული რჩება მიხეილ სააკაშვილის ,,პუტინის ტყვეობიდან დახსნა” და გააგრძელებენ მუშაობას დასავლელ პარტნიორებთან, რათა სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული.

„ჩვენ ვისაუბრეთ ჩემს უკრაინაში ვიზიტზე და იმ გზავნილებზე, რაც მისმა თანამებრძოლებმა გადმოსცეს. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე - თუ როგორ შეიძლება დასრულდეს და როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე, რამდენად საშიშია ეს მდგომარეობა ჩვენი ქვეყნისთვის. რეალურად, არსებობს საშიშროება, რომ რუსეთმა პროვოკაციული ნაბიჯები საქართველოშიც განახორციელოს.

ჩემთვის პირველი და პრინციპული რჩება მიხეილ სააკაშვილის პუტინის ტყვეობიდან დახსნა. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და გავაგრძელებთ მოთხოვნას, რომ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული. ექიმებს უნდა მიეცეთ საშუალება სააკაშვილი მოინახულონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასონ.

ასევე ვისაუბრეთ გუშინდელ სასამართლო პროცესზე, ჩვენ ვხედავთ, რომ რაც გუშინდელ სასამართლო პროცესზე მოხდა, ფაქტობრივად არის აღიარება იმის, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეები არის შეთითხნილი. ამის ნათელი მაგალითია, რომ ანზორ ჩუბინიძემ მის მიმართ არსებულ კითხვებისთვის პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა”, - აღნიშნა ნონა მამულაშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →