—

თაკო ჩარკვიანი - სალომე ზურაბიშვილს მინდა ვესაუბრო საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

55
თაკო ჩარკვიანი - სალომე ზურაბიშვილს მინდა ვესაუბრო საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
მოსასმენად დააჭირეთ

ოპოზიციონერი დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე სურს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბროს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამის შესახებ ჩარკვიანმა…

ოპოზიციონერი დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე სურს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბროს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამის შესახებ ჩარკვიანმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესვლამდე განუცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალების მონაწილეობით შეხვედრას მართავს.

რაც შეეხება კონკრეტულად დღევანდელ შეხვედრას, ჩარკვიანი განმარტავს, რომ ამ შეხვედრიდან ნაკლები მოლოდინი აქვს, ვიდრე ეს იყო სულ პირველ შეხვედრაზე.

„ინდივიდუალური შეხვედრები იყო, იმიტომ, რომ სურვილები, რომელიც მას ჰქონდა, მგონია, მოქმედებაში ვერცერთი მოიყვანა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა და ყველა შანსს ვიყენებ, იმიტომ, რომ პირადად მე, ზუსტად ვიცი, დღეს რასთან დაკავშირებით მინდა ვესაუბრო მას. მინდა ვესაუბრო საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მესმის, რომ მან ვერ მიიღო პოლიტიკური აქტის გადაწყვეტილება, ეს იყო შეწყალება თუ ამნისტია. ჩვენ საუბარი გვქონდა, მაგრამ იქნებ, როგორღაც მიიღოს მონაწილეობა იმაში, რომ მესამე პრეზიდენტი სარეაბილიტაციოდ გაუშვან, იმისთვის, რომ სირცხვილი არ დაგვემართოს ქვეყანას. სურვილი მაქვს, ამაზე ორიოდე სიტყვა ვუთხრა“, - აცხადებს ჩარკვიანი.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →