—

პოლიციელები და სათვალთვალო კამერები გელათის მონასტერში - განჯის კარს სამართალდამცველები დაიცავენ

77
პოლიციელები და სათვალთვალო კამერები გელათის მონასტერში - განჯის კარს სამართალდამცველები დაიცავენ
მოსასმენად დააჭირეთ

პოლიციელები და სათვალთვალო კამერები გელათის მონასტერში - განჯის კარს სამართალდამცველები დაიცავენ. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაცვის პოლიციის ინსპექტორებთან ხელშეკრულება გააფორმა. კარიბჭესთან დააყენეს…

პოლიციელები და სათვალთვალო კამერები გელათის მონასტერში - განჯის კარს სამართალდამცველები  დაიცავენ. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ  დაცვის პოლიციის ინსპექტორებთან ხელშეკრულება გააფორმა. კარიბჭესთან დააყენეს  სიგნალიზაციაც და ოთხი სათვალთვალო კამერაც.

პოლიციელები ამბობენ, რომ ზუსტად არ იციან რას აკეთებენ ადგილზე. სასულიერო პირის თქმით კი, ის პრობლემას ვერ ხედავს, რომ კარიბჭე აზერბაიჯანს გადაეცეს. 

მაგ კარებზე მეტი გვაქვს დაკარგული უკვე. მთელი ტერიტორიები, აფხაზეთი გვაქვს დაკარგული და ეს კარები რა არის, რომ წაიღონ?! წაიღონ მერე რა... ყველაფერი მოსალოდნელია, ვის ეგონა, რომ ჩვენ აფხაზეთს დავკარგავდით?! ეგონა ვინმეს, თუმცა დავკარგეთ. აგერ, თბილისთან ახლოს, მოსულები არიან (ოკუპანტები), ამასაც ვიფიქრებდით?  ქართველი ერი თუ ამ დღეში ჩავარდებოდით გვეგონა?!"- განაცხადა სასულიერო პირმა. 

საგანგებო ზომები გელათის მონასტერში სავარაუდოდ, აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის განცხადებას მოყვა.

4 თებერვალს ანარ კარიმოვმა თქვა, რომ აზერბაიჯანს სურს, მოლაპარაკებების გზით დაიბრუნოს ისტორიული არტეფაქტი - განჯის კარი.

TV pirveli

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →