—

მაია ბითაძე - ლევან დავითაშვილი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და პროფესიონალია - ეკონომიკის სამინისტრომ განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს ჩვენი ქვეყანა

91
მაია ბითაძე - ლევან დავითაშვილი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და პროფესიონალია - ეკონომიკის სამინისტრომ განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს ჩვენი ქვეყანა
მოსასმენად დააჭირეთ

„მივესალმები ცვლილებებს, რომლის ფარგლებში, ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტს დაიკავებს - ის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, უაღრესად პატიოსანი და შესანიშნავი პროფესიონალია, რომელმაც ბევრი შეძლო როგორც გარემოს…

„მივესალმები ცვლილებებს, რომლის ფარგლებში, ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტს დაიკავებს - ის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, უაღრესად პატიოსანი და შესანიშნავი პროფესიონალია, რომელმაც ბევრი შეძლო როგორც გარემოს დაცვის, ასევე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სწორედ ასეთი ძლიერი, გამოცდილი ხელი სჭირდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე სამთავრობო გუნდში განხორციელებულ ცვლილებებს.

მაია ბითაძის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ის უწყებაა, რომელმაც გამოწვევებისა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პარალელურად, ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. დეპუტატმა, კომიტეტის სახელით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს მხარდაჭერა დაუდასტურა.

„წარმატებებს ვუსურვებბ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს, ოთარ შამუგიას. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სახელით, გამოვხატავ სრულ მხარდაჭერას მისი კანდიდატურის მიმართ. ასევე, წარმატებებს ვუსურვებ ნათია თურნავას მის ახალ პოზიციაზე“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →