—

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ხმაურია

27
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ხმაურია
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ხმაურია. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა წარმოადგინა ფოტოსურათები, რომელზეც მისი თქმით, აღბეჭდილია, ირაკლი ღარიბაშვილის…

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ხმაურია. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა წარმოადგინა ფოტოსურათები, რომელზეც მისი თქმით, აღბეჭდილია, ირაკლი ღარიბაშვილის, დავით ნარმანიას და პროკურორის კუთვნილი სახლები.

პროკურორებმა მოითხოვეს, რომ ბრალდებულს ბრალდების საქმეზე ესაუბრა სხდომაზე. სიტყვიერი შეკამათება პროკურორებსა და ბრალდებულს შორის სწორედ ამას მოჰყვა.

მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა მოსამართლემაც.

„პროცესი, რომელიც ტარდება, ეს არის ზოგადი პოლიტიკური პროცესი, მთლიანად პოლიტიკური პროცესი, ანეკდოტური, ალბათ, ყველაზე სამარცხვინო პროცესი საქართველოს ისტორიაში. მე მასამართლებენ სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში, არა მითვისებაში. მე მინდა გაჩვენოთ სახლები, ეს არის ღარიბაშვილის სახლი და ტყე მის უკან. მე ბაკურიანში გავიზარდე, დედაჩემს დავყავდი ხოლმე, ძალიან მიყვარს ეს ადგილი და ამ ტყეში ვკრეფდი გირჩებს, ახლა კი აქ უკვე არავის უშვებენ. თქვენ იცით, რომ ორჯერ გაიზარდა ელექტროენერგიის ფასი, ეს სახლი კი დავით ნარმანიასია. არადა, სანდრა გადავიდა ისევ მამამისს ნაყიდ ძველ ბინაში. დედაჩემი 90-იან წლებში აშენებულ ბებიაჩემის ბინაში ცხოვრობს, რომელიც დააყადაღეს, ამ სასამართლომ დააყადაღა. ისევე, როგორც 20 წლის ბებიაჩემის „რავ 4“. აქ არის ასევე, პროკურორ ჯარჯი წიკლაურის სახლის ფოტოც. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ გუდაურში სახლი მქონოდა, მე არ მაქვს სახლი", - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ მოსამართლემ აღნიშნა, რომ დარბაზში “არავის ბებიის სასამართლო პროცესი არ მიმდინარეობს, მიმდინარეიბს მიხეილ სააკაშვილის პროცესი”.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →