—

სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს და „ქართული ოცნება“ ოპოზიციისთვის პრობლემების შექმნას ცდილობს

34
სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს და „ქართული ოცნება“ ოპოზიციისთვის პრობლემების შექმნას ცდილობს
მოსასმენად დააჭირეთ

ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ, 50 ხმა მოგროვდება საგამოძიებო კომისიისთვის, რომლის გატანას აპირებს ოპოზიცია, - ამის შესახებ…

ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ, 50 ხმა მოგროვდება საგამოძიებო კომისიისთვის, რომლის გატანას აპირებს ოპოზიცია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, შეექმნება თუ არა საფრთხე საგამოძიებო კომისიების შექმნას იმ შემთხვევაში, თუკი უმრავლესობა „ლელოს“ დეპუტატ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს.

სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციისთვის პრობლემების შექმნას ცდილობს და თანამშრომლობაზე ორიენტირებული არ არის.

"რა თქმა უნდა, უფლებამოსილების შეწყვეტა, განსაკუთრებით ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში, ეს არის გამოხატულება "ქართული ოცნების" დამოკიდებულების, რომ კი არ ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, არამედ ებრძოლოს მას თავის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ისინი ხელიდან არ უშვებენ შანსს, რომ ოპოზიციას პრობლემები შეუქმნან. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მათ ეს არ გამოუვათ, რადგან ეს არის უკანონობა", - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისათვის, საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტის ერთი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება. ფრაქციამ "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" უკვე დაარეგისტრირა საგამოძიები კომისიის ინიციატივა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობა უნდა გამოიძიოს. ოპოზიციას სურს პარლამენტში კიდევ ორი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც კორუფციის ფაქტებს და 5-6 ივლისის მოვლენებს გამოიძიებს.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →