—

პაატა მანჯგალაძე - არსებობს ინფორმაცია, რომ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას - იმისათვის, რომ სპეკულაციები გამოირიცხოს, საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია

82
პაატა მანჯგალაძე - არსებობს ინფორმაცია, რომ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას - იმისათვის, რომ სპეკულაციები გამოირიცხოს, საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია
მოსასმენად დააჭირეთ

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის პაატა მანჯგალაძის შეფასებით, საგამოძიებო კომისიები, რომელთა შექმნის ინიციატივით ოპოზიცია გამოდის, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

როგორც მანჯგალაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, პარლამენტის საგამოძიებო კომისია ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია იმ საკითხების შესასწავლად, რომელთა მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს ან არსებობს ინფორმაცია მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულზე.

„მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი. არსებობს ინფორმაცია, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. იმისათვის, რომ აღნიშნულ თემაზე სპეკულაციები გამოირიცხოს, მნიშვნელოვანი და აუცილებელია საგამოძიებო კომისიის შექმნა", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის გარდა, ოპოზიციის ინიციატივით პარლამენტის დღის წესრიგში დგას ანტიკორიფციული საგამოძიებო კომისიისა და 5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის საკითხი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →