—

ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი იმართება

81
ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი იმართება
მოსასმენად დააჭირეთ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი იმართება.

დღევანდელ პროცესზე განსახილველი ეპიზოდი “რადიო თავისუფლების” ორ ჟურნალისტსა და ,”რუსთავი 2”- ის ოპერატორზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს ეხება. პროცესის მიმდინარეობისას სამივე მათგანი დაიკითხება.

აღნიშნული საქმის პროკურორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე 7 ბრალდებული იქნება წარმოდგენილი, თუმცა სამ დაზარალებულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ორმა - გიორგი კახიანმა და უშანგი დათუნაშვილმა მიაყენეს.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე გრძელდება დაზარალებულების დაკითხვა. დღეს დაიკითხება ,,რადიო თავისუფლების” ორი ჟურნალისტი, რომელთა მიმართაც განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, ასევე დაიკითხება ,,რუსთავი 2”-ის ოპერატორი, რომლის მიმართაც განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. ბრალდებულების ქმედებები მიმართული იყო ჟურნალისტების საქმიანობის წინააღმდეგ, მათზე პროფესიული ნიშნით ძალადობის განხორციელებისკენ“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

(lpn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორილალა ასქეროვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →