—

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერაზე მათ პოლიტიკურ ჯგუფს არ უმსჯელია, თუმცა პირადად ის მხარდაჭერას აპირებს

32
პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერაზე მათ პოლიტიკურ ჯგუფს არ უმსჯელია, თუმცა პირადად ის მხარდაჭერას აპირებს
მოსასმენად დააჭირეთ

„ რეფორმების ჯგუფის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერაზე მათ პოლიტიკურ ჯგუფს არ უმსჯელია, თუმცა პირადად ის მხარდაჭერას…

„რეფორმების ჯგუფის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერაზე მათ პოლიტიკურ ჯგუფს არ უმსჯელია, თუმცა პირადად ის მხარდაჭერას აპირებს.

მანჯგალაძის შეფასებით, ადგილი ჰქონდა თუ არა სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, ეს სპეკულაციის საგანი რომ არ გახდეს, საჭიროა საგამოძიებო კომისიის შექმნა და არსებული კითხვებისთვის პასუხის გაცემა. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და პარლამენტმა ამ ინტერესს უნდა უპასუხოს.

„საგამოძიებო კომისია საპარლამენტო ოპოზიციის ხელში ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია. საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხს ჩვენ ერთობლიობაში ვხედავთ. არის სამი სხვადასხვა საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა. უნდა შევთანხმდეთ, რადგან არც ერთ ოპოზიციურ ჯგუფს არა აქვს საშუალება მარტო შექმნას საგამოძიებო კომისია. ამიტომ გვჭირდება ერთმანეთთან შეთანხმება“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიისმაილ აბრამიშვილი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →