—

"ვაკვირდებით იმას, როგორ მიდის...."

26
"ვაკვირდებით იმას, როგორ მიდის...."
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, ამერიკა საქართველოს ევროპასთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის პროგრამას აკვირდება, იმისთვის რომ გაიგოს მზად არის თუ არა საქართველო აშშ-სთან სავიზო რეჟიმის…

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, ამერიკა საქართველოს ევროპასთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის პროგრამას აკვირდება, იმისთვის რომ გაიგოს მზად არის თუ არა საქართველო აშშ-სთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებისთვის. ამის შესახებ კელი დეგნანმა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტ ია მეურმიშვილთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკა აფასებს იმ მსხვერპლს, რომელიც საქართველომ აშშ-სთან ერთად სამხედრო ოპერაციებში შეიტანა, თუმცა სავიზო რეჟიმის შემსუბუქება მკაცრი მოთხოვნების საფუძველზე ხდება.

„სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ვაკვირდებით იმას, როგორ მიდის ევროკავშირთან არსებული უვიზო რეჟიმის პროგრამა, როგორც ინდიკატორს იმის გასარკვევად რამდენად არის საქართველო მზად ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის, რომელსაც მსგავსი მოთხოვნები აქვს. საქართველომ ეს ძალიან მკაცრი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს“, - განმარტა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

İnforustavi

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →