—

მედია - რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის საჭირო სამხედრო ძალის 70% ადგილზე ჰყავს მობილიზებული

111
მედია - რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის საჭირო სამხედრო ძალის 70% ადგილზე ჰყავს მობილიზებული
მოსასმენად დააჭირეთ

აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთს უკრაინაში სრული შეჭრისთვის საჭირო სამხედრო ძალის სულ მცირე 70% ადგილზე ჰყავს მობილიზებული და საზღვარზე ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებს აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას…

აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთს უკრაინაში სრული შეჭრისთვის საჭირო სამხედრო ძალის სულ მცირე 70% ადგილზე ჰყავს მობილიზებული და საზღვარზე ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებს აგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული სხვადასხვა მედია საშუალებები აშშ-ის ორი ოფიციალური პირის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, პარასკევის მდგომარეობით, რუსეთის არმიამ უკრაინის მახლობლად დააყენა სულ 83 „ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი“, რომელთაგან თითოეული ზომით დაახლოებით ამერიკული ბატალიონის 750-დან 1000-მდე ჯარისკაცს უდრის. მანამდე მხოლოდ 60 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი იყო მობილიზებული და აღნიშნული რაოდენობის ზრდა ორ კვირაში განხორციელდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, კიდევ 14 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი რუსეთის სხვადასხვა ნაწილებიდან სასაზღვრო ზონისკენ მიემართება. მათი თქმით, აშშ-ს შეფასებით, რუსეთს სრული შეჭრისთვის 110-დან 130-მდე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი სჭირდება თუმცა პუტინს შეუძლია უფრო მცირე რაოდენობით კონტინგენტით შეჭრაც. ისინი ვარაუდობენ, რომ რუსეთს მიზნად ადგილზე 150 000 ჯარისკაცის ყოლა აქვს განზრახული და უახლოესი კვირების განმავლობაში შესაძლოა მიაღწიოს კიდეც ამ ნიშნულს.

მედია წერს, რომ უკრაინამ შეიძლება 5000-დან 25000-ამდე ჯარისკაცი დაკარგოს, ხოლო რუსეთის მხრიდან დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა შეიძლება 3000-დან 10000-ამდე იყოს. გარდა ამისა, შეჭრის შედეგად, სავარაუდოდ, დაზარალდება 25 000-დან 50 000-ამდე მშვიდობიანი მოქალაქე.

IPN.ge

შეაფასეთ
სტატიის ავტორიაიდა რუსთამოვა

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →